საზოგადოება
11.09.2020 15:26
თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.

„ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, სკოლებში დაიწყება 1-ლი ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები