საზოგადოება
11.09.2020 14:02
წმინდა გიორგის სახელობის გორის სკოლა-ლიცეუმში უცხოური ენის მასწავლებლის 2 ვაკანსიაა
წმინდა გიორგის სახელობის გორის სკოლა-ლიცეუმი უცხოური ენის (ინგლისური) მასწავლებლის ორ ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 27-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I-XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, სასურველია სამუშაო გამოცდილება. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 324-350 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 15 სექტემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2020 წლის 15 სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები