საზოგადოება
11.09.2020 10:10
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ. გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში 1917 გახდა. 20 ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 1354 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882  მოქალაქე, სტაციონარული  მეთვალყურეობის ქვეშ არის 390 პირი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კვირის ამბები