საზოგადოება
10.09.2020 12:34
გორის მეორე საჯარო სკოლაში უცხოური ენის მასწავლებლის ვაკანსიაა
გორის მეორე საჯარო სკოლა უცხოური ენის (რუსულის) მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 8-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას IX-X-XI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 240-400 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 13 სექტემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2020 წლის 15 სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)  და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები