საზოგადოება
10.09.2020 11:02
გორის მერი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მთავრობის მიერ დადგენილი აკრძალვების და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

კოვიდინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, - განაცხადა გორის მერმა მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციათან დაკავშირებით GMnews-თან საუბრისას. კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, დღეისთვის გორში რამდენიმე ხალხმრავალი სოციალური ღონისძიება იყო დაგეგმილი, თუმცა, აღნიშნულმა ოჯახებმა გაითვალისწინეს აკრძალვა და ეს ღონისძიებები გადაიდო.

,,გაითვალისწინეთ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დადგენილი აკრძალვები, გამოიჩინეთ სოციალური პასუხისმგებლობა. მოგეხსენებათ, ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა რეგიონში, ყოველდღიურად ფიქსირდება კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების მატების ტენდენცია, შესაბამისად, კოვიდინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია.  

ხალხმრავალი სოციალური ღონისძიებების გამართვისგან თავი უნდა შევიკაოთ. მაგალითად, დღეს, ჩემი ოჯახიც იყო დაპატიჟებული ერთ-ერთ ქორწილში, თუმცა, ამ ოჯახმა გაითვალისწინა დადგენილი აკრძალვა, არსებული რეკომენდაციები და ქორწილი გადადო“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა GMnews-თან.

კვირის ამბები