საზოგადოება
10.09.2020 09:50
ბოლო 24 საათში, საქართველოში Covid 19-ის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 57  ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

stop.cov.ge- გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში 1830 გახდა. 9 ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და  1334 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882  მოქალაქე, სტაციონარული  მეთვალყურეობის ქვეშ არის 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დღემდე მოქმედის გარდა,  დამატებითი შეზღუდვებიც ამოქმედდა.

 

კვირის ამბები