ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში დღეიდან ამოქმედდა აკრძალვა, რომლის საფუძველზეც ქორწილზე დამსწრე პირთა რაოდენობა 10 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება ქორწინების, როგორც აქტის გაფორმებას, ნებადართულია და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება.
აკრძალვა ეხება სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებსაც, შესაბამისად, მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.
აღნიშნული აკრძალვის დამრღვევ პირთა მიმართ განხორციელდება საჯარიმო სანქციები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება