საზოგადოება
09.09.2020 15:56
ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს - რეგულაცია ხვალიდან შედის ძალაში

ხვალიდან საქორწინო ცერემონიალზე დამსწრეთა რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს, - მთავრობის ადმინისტრაცია ქორწილის აკრძალვის თაობაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება.

კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.

მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიების აკრძალვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.

კვირის ამბები