საზოგადოება
09.09.2020 13:08
პირბადის ტარების წესზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება და აქტიურად იმუშავებს აღსრულება

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები. გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პირბადის ტარების წესზე მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი და აქტიურად იმუშავებს აღსრულება.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები. გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. პირბადის ტარების მოთხოვნის შესრულება გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული შესაბამისი უწყებების მიერ. აქტიურად იმუშავებს აღსრულება, გამკაცრდება კონტროლი, აქტიურად იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია. მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამიტომ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მაქსიმალურად დაიცავით წესები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სანქციების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევის, ან პირბადის უქონლობის შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირისთვის 500 ლარითაა განსაზღვრული. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით ჯარიმდებიან.

კვირის ამბები