საზოგადოება
09.09.2020 10:15
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც კოვიდინფიცირების 25 ფაქტი აჭარაშია

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც კოვიდინფიცირების 25 ფაქტი აჭარაში დადასტურდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ჩატარებული 2700 PCR ტესტიდან 25 შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა საქართველოში1773 გახდა. ინფიცირების აღნიშნული შემთხვევებიდან გამოჯანმრთელდა 1325-ს პაციენტი.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882  მოქალაქე, სტაციონარული  მეთვალყურეობის ქვეშ არის 390 პირი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კვირის ამბები