ბოლო 2 დღის განმავლობაში, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა.
კოვიდ 19-ის შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აშშ-ია - 6 327 009, კოვიდ 19-ის გავრცელების მხრივ, მეორე ადგილზე ინდოეთმა გადაინაცვლა - 4 370 128, მესამე ადგილზე ბრაზილიაა - 4 162 073 შემთხვევით, რთული მდგომარეობაა რუსეთის ფედერაციაში, სადაც ვირუსული ინფექციის 1 032 334 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა შეზღუდვებს კვლავ ამკაცრებს.
ინგლისში, სადაც კოვიდინფექციის 354 932 დადასტურებული შემთხვევაა, 14 სექტემბრიდან 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. BBC-ის ინფორმაციით, აკრძალვა გავრცელდება როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე შენობების გარეთ - პარკებში, კლუბებში, კაფე-რესტორნებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.
ბოლო ორ დღეში, ინგლისში, კორონავირუსის 8 396 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, მსოფლიოში, კოვიდ 19-ის 27 570 742 დადასტურებული შემთხვევაა.