საზოგადოება
08.09.2020 15:12
გამოიჩინეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, დაიცავით რეკომენდაციები და ისარგებლეთ პირბადით დადგენილი წესების შესაბამისად - გორის მერი

გორის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. კონსტანტინე თავზარაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს:

„ძვირფასო გორელებო! სამწუხაროდ, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19 - ის დადასტურებულმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მედიკოსების განცხადებით, კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრად ზრდა უკავშირდება სხვადასხვა სახის ხალხმრავალ სოციალურ ღონისძიბებს (ქორწილი, ქელეხი და ა.შ.).

ახალი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, თავი შეიკავოთ მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვისგან, დაიცვათ რეკომენდაციები და ისარგებლოთ პირბადით დადგენილი წესების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევის მიმართ ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული სანქციები. გისურვებთ ჯანმრთელობას,“ - წერს კონსტანტინე თავზარაშვილი

კვირის ამბები