საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლების შემოწმება. მონიტორინგი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება და საბოლოო ანგარიშიც ახლო მომავალში დაიდება, ამ დრომდე კი, შემოწმების შემდეგ არც ერთი სკოლა დახარვეზებულა, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 67-ვე საჯარო სკოლა დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს და არც ერთ საგანმანათლებო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დაწყების გადადების საშიშროება არ არსებობს.
„ახალი სასწავლო წელი ერთ კვირაში იწყება, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველა სკოლა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს როგორც უსაფრთხოების, ასევე ტექნიკურ-მატერიალური თვალსაზრისით. ყველა სკოლაში შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით განლაგდა მერხები, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება აღიჭურვა საჭირო ინვენტარით - უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარებით, ურნებით და ა.შ. მოკლედ, ველოდებით სწავლის განახლებას. ბუნებრივია, ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობისა და შენობის ფართის გათვალისწინებით, საჭირო გახდა ორცვლიანი სწავლების მეთოდის გამოყენება. რაც შეეხება სწავლების შერეულ მოდელს, ამასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, სასწავლო პროცესის თავად გვაჩვენებს დადგება თუ არა ამის საჭიროება.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლების შემოწმება. მონიტორინგი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება და საბოლოო ანგარიშიც ახლო მომავალში დაიდება, ამ დრომდე კი, შემოწმების შემდეგ არც ერთი სკოლა დახარვეზებულა“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.