საზოგადოება
07.09.2020 14:30
გორში კოვიდ 19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 
კოვიდ 19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გორში. ამ დროისთვის, დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, ინფიცირების აღნიშნული შემთხვევებიდან 2 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, 1 - თბილისს და მე-4 შემთხვევის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

„გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსული ინფექციის 4 ახალი შემთხვევა გვაქვს. სამ მათგანთან დაინფიცირების წყარო ცნობილია - 2 უკავშირდება ქობულეთს, 1 შემთხვევა თბილისს, მეოთხეს დაინფიცირების წყარო უცნობია და გრძელდება სავარაუდო წყაროს დადგენის ღონისძებები. 4 ინფიცირებულის კონტაქტები დადგენილია, ყველა მათგანს მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია. სამ შემთხვევაზე უკვე ჩატარდა ღრმა ეპიდკვლევა, რაც შეეხება მეოთხეს, აღნიშნულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებთან მიმდინარეობს კვლევა, ჩვენმა თანამშრომლებმა ყველა საჭირო ნიმუში უკვე აიღეს და ველოდებით შედეგებს“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა.
კვირის ამბები