საზოგადოება
07.09.2020 13:56
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100%-იანი გრანტის მქონდე სტუდენტებს მერია დააჯილდოებს - რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 1 თვეს გაგრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია იმ სტუდენტებს დააჯილდოებს, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულა აიღეს და 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.

ადგილობრივი თვითმმართველობა წამატებული სტუდენტების წახალისებას „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს.

GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა 2020 წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას ეხება: გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს; გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.

„აღნიშნული პროგრამითა და მერიის შეთავაზებით სარგებლობისთვის, დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი); სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან; ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ; საბანკო ანგარიშის ნომერი“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოკუმენტების წარსდაგენად დაინტერესებულმა პირებმა გორის მერიას უნდა მიმართონ. აქვე გეტყვით რომ რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმარეთეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელს, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599 85 17 47.

კვირის ამბები