სამართალი
17.10.2019 17:40
სოფელ ხიდისთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (მუხლი 115. თვითმკვლელობამდე მიყვანა - თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით) დაიწყო.
კვირის ამბები