სამართალი
06.09.2020 19:12
გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავარიისას 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

დიდი სისწრაფით მოძრავი ოპელის მარკის ავტომანქანა, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლს სხეულის დაზიანება არ მიუღია, მისი შვილი კი, 12 წლის ბიჭი, რომელიც საჭესთან მყოფ მამას კალთაში უჯდა, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. 
ოჯახი ტყვიავის მცხოვრებია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

კვირის ამბები