გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 3 სექტემბრამდე გორს 7 472 ვიზიტორი ეწვია.
„შიდა ტურიზმის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გახსნიდან დღემდე 7 472 ვიზიტორმა გამოთქვა. აქედან 1 349 დამთვალიერებელი ივნისში გვსტუმრობდა, ივლისში - 2 731, აგვისტოში - 3 392. ტურისტებს შორის, 6025 ადგილობრივი დამთვალიერებელი 1 447 კი, უცხოელი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ჯერ კიდევ ტურისტული სეზონის ბუმია, ამიტომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას სექტემბერშიც ვარაუდობენ.