საზოგადოება
04.09.2020 12:29
იუსტიციის სახლი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიაზე ატესტატის გაცემის სერვისს ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით განახორციელებს
იუსტიციის სახლი, იმ სტუდენტებზე, ვინც წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად გახდა სტუდენტი, ატესტატის გაცემის სერვისს ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით განახორციელებს.
როგორც ცნობილია, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების მიწოდება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რისთვისაც მოქალაქემ კონკრეტული სერვისის მისაღებად ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალ my.gov.ge-ზე ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს წინასწარ უნდა დაჯავშნოს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სტუდენტებს დოკუმენტების, მათ შორის ატესტატის წარსადგენად ვადა მხოლოდ რამდენიმე დღით განუსაზღვრა, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალგაზრდებს my.gov.ge პორტალზე მოქმედი ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით მოემსახურებიან.
სერვისის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა მხოლოდ უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე 599 465 426 ან 599 465 429 და შეათანხმონ სერვისის მიღების მიზნით იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისვლის დრო.
კვირის ამბები