„თითოეულ გვირისტში ჩემს სულს ვქარგავ, ჩემი სულიერი მდგომარეობა, ჩემს ნამუშევრებში გადმომაქვს. მიყვარს სილამაზე და მშვენიერება, ყვავილები მიყვარს, ჩემი გვირილები და კესანები“ - აცხადებს GMnew-სთან ქეთი ავთანდილაშვილი.
ქეთი ავთანდილაშვილი რუისის N1 საჯარო სკოლაში სპეცმასწავლებლად მუშაობს, პარალერულად კი ულამაზეს ნივთებსა და სურათებს ქმნის, აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედება, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება.
„ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია ხელსაქმეზე გადის, ბავშვობიდან ვქარგავ, ვქმნი ხელნაკეთ სამკაულებს, ბოლო ორი წელია, რაც ხორცშესხმული გახდა ეს გატაცება, აქტიურად დავიწყე მუშაობა ხელოვნების სკოლაში. ჩემი შემოქმედების დნმ ქართული ანბანი, ეროვნება და სიმდირეა“ - აცხადებს ხელოვანი.
ყვავილების მოსაქარგად ხშირად იყენებს ლენტებს, რაც შეეხება ქარგვის ტექნიკას, უპირატესობას თავისუფალ ქარგვას ანიჭებს.
საკუთარი ნამუშევრები გამოფენაზე გატანილი ორჯერ ჰქონდა, ,,ქარელობის" დღესასწაულსა და სურამში, ტურისტულ სეზონზე, სადაც ნამუშევრების დიდი ნაწილი უცხოელმა ტურისტებმა შეიძინეს. მისი მთავარი ოცნებაა, მოაწყოს პერონალური გამოფენა.