საზოგადოება
03.09.2020 18:25
ქვახვრელის სკოლის 13 კურსდამთავრებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებიდან ორმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში, შერჩეულ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ. ნათია მერებაშვილმა და გვანცა ყრუაშვილმა მიღწეული წარმატების შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეიტყვეს. მათთან ერთად, უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაფინანსების სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით, ამავე სკოლის კიდევ 11 კურსდამთავრებული ჩაირიცხა.

GMnews-ის ინფორმაციით, წელს, ქვახვრელი სკოლის 13 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი.

„ბედნიერებაა, როცა შენი სადამრიგებლო კლასის აბსოლუტური უმრავლესობა ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათგან ორი, ნათია მერებაშვილი და გვანცა ყრუაშვილი იღებს 100%-იან გრანტს, 1 მოსწავლე, ნათია ჯანეზაშვილი - 70 %-იანს და ერთიც - თამთა არღუთაშვილი 50 %-იან გრანტს. რა თქმა უნდა, გული სიამაყით გევსება. ყველას გილოცავთ, ბავშვებო, მეტი და მეტი წარმატებები! ეს მხოლოდ დასაწყისია. მე მჯერა თქვენი“, - ამბობს ქვახვრელის საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა მირუაშვილი.

კვირის ამბები