საზოგადოება
03.09.2020 17:20
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხუთი სკვერი მოეწყობა

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხუთი სკვერი მოეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. როგორც ცნობილია, მერიამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა.

GMnews-ის ინფორმაციით, რეკრეაციული ზონები მოეწყობა ქვახვრელსა და ტინისხიდში, ასევე გორში, სამ ლოკაციაზე - ჭალის დასახლებაში, ელიოზიშვილის ქუჩისა და სტალინის გამზირის #10-ის მიმდებარედ.

პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 349 640 ლარია. ჩაშლილად კი, თითოეული გასართობი სივრცისთვის გათვლილი ხარჯები ასე გამოიყურება: სკვერი ელიოზიშვილის ქუჩის მიმდებარედ - სატენდერო ღირებულება 74 395 ლარი; სკვერი ქვახვრელში - სატენდერო ღირებულება 102 455 ლარი; სკვერი ტინისხიდში - სატენდერო ღირებულება 52 015 ლარი; სკვერი ჭალის დასახლებაში - სკვერის მოწყობა სატენდერო ღირებულება 30 510 ლარი; სკვერი სტალინის გამზირი #10-ის მიმდებარედ - სატენდერო ღირებულება 90 265 ლარი.

შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

კვირის ამბები