საზოგადოება
02.09.2020 21:03
ქართლზე გადის ფრონტის ხაზი, გორი კი მებრძოლი და გმირი ქალაქია - კახა კალაძე

ქართლზე გადის ფრონტის ხაზი, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, გორმა საკუთარ თავზე გადაიტანა ყველაზე მძიმე დღეები და სწორედ აქ, ამ ადგილებში შეიქმნა გმირობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და ერთგულების უამრავი ისტორია, რომელზეც ჩვენი შვილები და მომავალი თაობები აღიზრდებიან.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს - სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს, ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია.

თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კვირის ამბები