საინტერესო ამბები
17.10.2019 16:41
„აქ მთები უფრო მაღალია ვიდრე ალპებში“- ცნობილი ბრიტანული გამოცემა საქართველოს შესახებ
რატომ არის საქართველო სამთო-სათხილამურო მიმართულებით საუკეთესო ქვეყანა - წერს ბრიტანული გამოცემა Independent-ი.

გავლენიანი ბრიტანული გაზეთის ჟურნალისტმა ალფ ალდერსონმა, საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

ჟურნალისტი მკითხველს სვანეთის შესახებ უზიარებს ინფორმაციას და სამთო-სათხილამურო კურორტებს, თეთნულდს და ჰაწვალს აღწერს.

„ლონდონიდან თბილისამდე 4 საათიანი ფრენა რთული არ არის, თბილისიდან მესტიამდე ფრენას დიდი დრო არ სჭირდება, თუ სახმელეთო ტრანსპორტით მოგზაურობა მოგიწევთ, თქვენ საშუალება მოგეცემათ ულამაზესი ბუნება, ხეობები, მდინარეები და ტყეები იხილოთ, სადაც დათვები, მგლები და ფოცხვერები ბინადრობენ. აქ მთები უფრო მაღალია ვიდრე ალპებში" -წერს Independent-ის ჟურნალისტი.

Independent ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემაა დიდ ბრიტანეთში. Independent-ის ონლაინ და ბეჭდვურ გამოცემას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.
კვირის ამბები