საინტერესო ამბები
02.09.2020 14:35
რა ზიანი მოაქვს დისტანციურ მუშაობას გარემოსთვის
პანდემიის გამო მილიონობით ადამიანი ონლაინ მუშაობის რეჟიმში გადავიდა. მივლინებები, მოხსენებები, კონსულტაციები - ეს ყველაფერი ან საერთოდ გაუქმდა, ან დისტანციურ ფორმატში გადავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფისების ნაცვლად სახლებიდან მუშაობა კლიმატის დაცვის იდეალურ საშუალებადაა მიჩნეული - ნაკლები ტრანსპორტი, ნაკლები მივლინებები... ეს, ასე მხოლოდ ერთი შეხედვითაა.
ავიაგადაზიდვები, რომლებზეც СО2-ის ატმოსფეროში გამოყოფის 2% მოდის, 85%-ით შემცირდა. ეკოლოგები ზეიმობენ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არაა - ინტერნეტ-აქტიურობაც ბუნებაში თავის კვალს ტოვებს.
Gmnews-ი გაგაცნობთ მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრის - The Shift Project-ის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ონლაინ-ვიდეოს ყურება წელიწადში 300 მლნ. ტონა СО2 გამოყოფს - ეს გლობალური დაბინძურების 1% -ია. პორნოსაიტების დათვალიერება კი, ჰაერში იმდენივე СО2-ს გამოყოფს, რამდენსაც სრულფასოვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, მაგალითად, ბელგია. არც ელექტრონული წერილებია ისეთი უწყინარი როგორც ერთი შეხედვით ჩანს - ერთი ელექტრონულ წერილი 4 გრამ СО2-ს გამოყოფს.
ბუნებრივია, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გამო, ელექტრონული კომუნიკაციების მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბრიტანული კომპანიები ელექტრონული ფოსტით 2% მეტ წერილს აგზავნიან, ვიდრე პანდემიამდე, ეს კი, ეკობალანსზე უარყოფითად მოქმედებს. პროგრამისტის ჯერი მაკგოვერნის თქმით კი, 1 საათიანი ონლაინ-თათბირი 250 დღის მანძილზე 3 კგ. СО2-ს გამოყოფს. ჩვეულებრივი აუდიოზარი ატმოსფეროში 8 გრამ СО2-ს უშვებს, ხოლო ვიდეოზარი - 1,1 კგ.-ს.
კონდიცირებაზე მსოფლიო ენერგეტიკის დანახარჯების 10% მოდის. თუ ადამიანები სახლიდან მუშაობას გააგრძელებენ - მოთხოვნა კონდიცირებაზეც გაიზრდება.
საბოლოო ჯამში, თუ ონლაინ საქმიანობისას კომპიუტერების, მონაცემთა ბაზების, გათბობის და კონდიცირების გაზრდილ მუშაობას გავითვალისწინებთ, აღმოვაჩენთ, რომ დისტანციური მუშაობა ბუნებისთვის ისეთივე მავნე იქნება, როგორც ავიაგადაფრენები.
ექსპერტების შეფასებით კი, 2025 წლისთვის ჰაერის დაბინძურებაში ციფრული ტექნოლოგიებს წილი 8%-ს მიაღწევს.
კვირის ამბები