საზოგადოება
02.09.2020 14:06
ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, ხელშეკრულების მიხედვით, 358 843 ლარის ღირებულების პროექტის განხორციელების ვადა ექვსი თვეა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ხარისხიან სასმელი წყლით 120 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
„ზემოხსენებული საპროექტო დოკუმენტაცია USAID-ის „ზრდა“ პროექტმა მოამზადა და გორის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დიდი ნაწილის (87%) მოპოვებაშიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას USAID-ის „ზრდა“ პროექტი დაეხმარა. პროექტმა დაფინანსება ეუთოს მხარდაჭერით, ასევე, მიიღო იტალიის რესპუბლიკისგანაც. რისთვისაც, კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო USAID-ის „ზრდა“ პროექტის, ეუთოსა და იტალიის რესპუბლიკის მიმართ“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, ციცაგიაანთკარში არსებული სასმელი წყლის სისტემა რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს გასული წლის 80 - იან წლებში მოწყობილი და ამჟამად უკვე ამორტიზებულია. შედეგად, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით, ნაწილს კი, საერთოდ არ მიეწოდება.
კვირის ამბები