ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების მიუხედავად, სკოლებში სწავლის პროცესის დაწყების გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებულები განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო 4 თვეში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება