ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული ნ.დ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს, ასევე, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება