საზოგადოება
02.09.2020 10:53
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი კოვიდ 19-ის შემთხვევების მატების გამო, შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი კოვიდ 19-ის შემთხვევების მატების გამო, შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს, - აღნიშნა პრემიერმა და მიდგომების გამკაცრებისკენ მოუწოდა თბილისის მერსაც.

„ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, კოვიდ 19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოში ბოლო 24 საათში. ჩატარებული ტესტირებების საფუძველზე, 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კვირის ამბები