ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გორის ,,დილას" მეტოქე მერვედფინალში თბილისის ,,სპაერი" იქნება.
ეს გუნდი მესამე ლიგის ბინადარია და თასის წლევანდელ გათამაშებაში კარგად ასაპარეზობს. ,,სპაერმა" პირველ ეტაპზე ,,მერანი 2" გამოთიშა შეჯიბრებას, რომელსაც დიდი ანგარიშით 5:1 სძლია, ხოლო შემდეგ ,,რუსთავის" ბარიერიც გადალახა – 1:0.
,,დილა", როგორც ეროვნული ლიგა 1–ს გუნდი, საქართველოს თასზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო. შეხვდა მხოლოდ ხონის ,,იმერეთს" და მოუგო – რა 2:1 მერვედფინალში გავიდა.
მერვედფინალურ წყვილებში საუკეთესონი მხოლოდ ერთი მატჩით გაირკვევა.
,,სპაერი" – ,,დილას" წყვილში მასპინძელი ,,სპაერი" იქნება. თამაში 19 სექტემბერს თბილისში, 19 საათზე გაიმართება.
აქვე გაგაცნობთ მერვედფინალური ეტაპის დანარჩენ წყვილებსაც: ,,გარეჯი" – სამგურალი", ,,გაგრა" – ,,დინამო" ბათუმი, ,,ბეთლემი" – ტორპედო", ,,თბილისი სითი" – სამტრედია", ,,თელავი" – მერანი", ,,საბურთალო" – ,,დინამო" თბილისი, ,,ჩიხურა" – ,,ლოკომოტივი"