კონფლიქტები
17.10.2019 16:30
155 შემთხვევა 2008 წლიდან დღემდე - ვიდეო რომელიც მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოს ოკუპაციაზე მოამზადა
მაკკეინის ინსტიტურმა მოამზადა და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია რუსეთის მიერ წარმოებული ,,ბორდერიზაცია" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში.

ბორდერიზაციის პოლიტიკა 2011 წელს დაიწყო, 2008 წლის ომიდან 3 წლის შემდეგ. 2011 წლიდან დღემდე ,,ბორდერიზაციის" 155 შემთხვევაა აღრიცხული.

ბორდერიზაცია გულისხმობს ბარიერების აღმართვასა და ნიშნების დამონტაჟებას წარწერებით "სახელმწიფო საზღვარი".

„ეს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. იგი ჰყოფს ოჯახებსა და თემებს, რაც ადამიანური ტრაგედიაა. გარდა ამისა, ის ამცირებს ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაციის შესაძლებლობას", - აღნიშნულია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო იხილეთ ბმულზე :https://www.youtube.com/watch?v=-EoLhnYAaBI
კვირის ამბები