საზოგადოება
01.09.2020 14:43
გორის 4 ქუჩის და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის გზების რეაბილიტაცია იწყება

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები და გორში 4 ქუჩის და მუნიციპალიტეტის 5 სოფელში შიდა გზების რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერები გამოაცხადა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის არსებული პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 4 334 570 ლარია.

მთლიანობაში, 6 311 მ. საგზაო ინფრასტრუქტურის რებილიტაცია იგეგმება.

რაც შეეხება გზის კონკრეტულ მონაკვეთებს: გორში იგეგმება შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია, სამუშაოების სატენდერო ღირებულება 1 007 145 ლარია. გათვალისწინებულია 1 239 მ. სიგრძის გზის კეთილმოწყობა.

გორი, ტყვიავის ქუჩა, პროექტის სატენდერო ღირებულება - 605 250 ლარი, გათვალისწინებულია 662 მ. გზის დაგება.

გორი, ნადირაძის ქუჩა, პროექტის სატენდერო ღირებულება - 215 420 ლარი, 400 მ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია.

გორში, ასევე, იგეგმება ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია. მონაკვეთი სამეფოს ქუჩიდან სტალინის გამზირამდე - 324 მ. შესასრულებელი სამუშაოების სატენდერო ღირებულება - 316 690 ლარი.

აძვი - ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზა, პროექტის სატენდერო ღირებულება -596 650 ლარი. 938 მ. გზის მონაკვეთი.

ხელთუბანში საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზა. სამუშაოების სატენდერო ღირებულება - 478 840 ლარი. გათვალისწინებულია 1156 მ. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

გორიჯვრის გზა - სატენდერო ღირებულება - 61 500 ლარი. 200 მეტრი.

სოფელ ატენში ,,გარდატენის ’’ გზა - სატენდერო ღირებულება - 626 220 ლარი. იგეგმება 1027 მ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ოთარშენში გათვალისწინებულია 365 მ. სიგრძის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის სატენდერო ღირებულებაა 426 855 ლარი.

კვირის ამბები