საზოგადოება
01.09.2020 11:44
ვის დაერიცხება პირველ რიგში ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება
დღეიდან, 0-დან 1 7 წლის ჩათვლით პირებისთვის განკუთვნილი სუბსიდიების ჩარიცხვა იწყება. საზოგადოებაში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, პირველ რიგში ვის დაერიცხება სახელმწიფო სუბსიდია.
GMnews-ის ინფორმაციით, პირველ რიგში დახმარებას ის პირები მიიღებენ, ვინც რეგისტრაცია პირველმა გაიარა. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ შეძელით და რეგისტრაციის დაწყებისთანავე საკუთარი მონაცემების დაფიქსირება მოახერხეთ, სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას პირველივე დღეებში მიიღებთ. კუთვნილი თანხა კი, იმ ბანკში დაგერიცხებათ, რომლის ანგარიშიც რეგისტრაციისას მიუთითეთ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ პორტალზე 508 037 მშობელი და 852 915 ბავშვია დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ 200-ლარიან სუბსიდიას არ ექვითება საშემოსავლო და დახმარების ჩარიცხვის შემდეგ, საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული თანხა არ ჩამოეჭრებათ.
კვირის ამბები