საზოგადოება
01.09.2020 10:58
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან იწყება

საქართველოს მოქალაქე 0-დან 17 წლის ჩათვლით იმ ბავშვებზე, რომელთა რეგისტრაციაც სპეციალურ პორტალზე უკვე აისახა, ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს მიიღო.

პრემიერ-მინისტრისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრისას მიღებული გადაწყვეტილებით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის ერთჯერადი 200-ლარიანი  დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაცია 2020 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება.

კვირის ამბები