საზოგადოება
31.08.2020 14:52
უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაციის მიღება აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ

უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაციის მიღება აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ. „იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: www. naec. ge შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი. სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შედეგების გაგება, ასევე, შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისთვის, აბიტურიენტმა, მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333, რისთვისაც, აბონენტს მომსახურების საფასური - 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც   შეტყობინებას გააგზავნის. 

იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

კვირის ამბები