რეგიონი
17.10.2019 14:25
ხაშურში, წყალტუბოსა და სამტრედიაში იუსტიციის სახლები აშენდება

საქართველოში კიდევ სამი იუსტიციის სახლი აშენდება, თანხას კი, რეგიონული ფონდი გამოყოფს - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განმარტებით, იუსტიციის სახლები წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში აშენდება. დედოსფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში კი, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობაზე გამოცხადდება ტენდერები.

„ჩემი მიზანია, იუსტიციის სამინისტროში გვქონდეს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მემკვიდრეობა და პრაქტიკულად ვთქვათ, რომ დავემშვიდობეთ საბჭოთა ინფრასტრუქტურას. რეგიონული ფონდიდან სამინისტროს 5 მილიონ 300 000 გამოეყო, ამ თანხით ჩვენ შევძლებთ და სამ მუნიციპალიტეტში საფუძველს ჩავუყრით ისეთივე კომფორტული პირობების შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც არის სხვა დიდ ქალაქებში, ამასთან 6 მუნიციპალიტეტში გამოცხადდება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ტენდერები, რასაც ვერ ვაკეთებდით აქამდე, რადგან ყველა სამშენებლო თუ კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა გვქონდა ათვისებული“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კვირის ამბები