საზოგადოება
31.08.2020 09:24
საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1-ელ ოქტომბერს განახლდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებენ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების განახლებისთვის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ახალი პროტოკოლი შეიმუშავა.

 

პროტოკოლის თანახმად, ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა იკრძალება. დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებითაც. მშობელი ვალდებულია, ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას, წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და სთხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაიყვანონ.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ბაღის აღმზრდელებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება.

რაც შეეხება ჯგუფებში ბავშვების დასაშვებ რაოდენობას, პროტოკოლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს ისეთი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.

ბაგა-ბაღებში უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციის და ბავშვების თერმოსკრინინგი.

ახალი პროტოკოლით, იკრძალება საბავშვო ბაღში სათამაშოების სახლიდან მიტანა. 

 

კვირის ამბები