საზოგადოება
31.08.2020 09:11
საქართველოს პრეზიდენტი დღეს განკარგულებას გამოსცემს და არჩევნების თარიღს დანიშნავს

კონსტიტუციაში არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი დღეს შესაბამის განკარგულებას გამოსცემს და არჩევნების თარიღს 31 ოქტომბერს დანიშნავს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საფუძველზე, მიმდინარე წლის 21 ივნისს, საკანონმდებლო ორგანომ ხმათა უმრავლესობით არჩევნების კონკრეტულ თარიღად 31 ოქტომბერი დაადგინა.

ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ მიღებული ცვლილებებით ეს შესაძლებლობა აღარ არის. კონსტიტუციაში კონკრეტული თარიღია ჩაწერილი და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი.

კვირის ამბები