კონფლიქტები
30.08.2020 18:25
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან პანდემიის გამო ჩაკეტილი ე.წ. საზღვრის გახსნას გეგმავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის  ე.წ.  ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან არსებული დე ფაქტო საზღვრის გახსნას გეგმავს.

დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, აპრილიდან ჩაკეტილი ე.წ. საზღვრის გახსნა, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, 15 სექტემბრიდან იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 4 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდ 19-ით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა.

მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციაში, კორონავირუსული ინფექციით 17 093 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 990 326 -ს მიაღწია.

კვირის ამბები