საზოგადოება
28.08.2020 10:54
ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა და 6 გამოჯანმრთელებული

კოვიდ 19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში. მთლიანობაში, ქვეყანაში 1455 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 1196 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის, 6 პაციენტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 252 პირი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კვირის ამბები