სტუდენტებს, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს, გორის მერია დააჯილდოებს.
ადგილობრივი თვითმმართველობა წარმატებული სტუდენტების წახალისებას „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს.
აღნიშნული პროგრამა 2019 წლის სკოლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას ეხება:
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს და გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი, გაუქმებული ქ. გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის თვითმართველი თემის ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოუწიათ სწავლა;
დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
• სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
• ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
•საბანკო ანგარიშის ნომერი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის 17 ოქტომბრიდან – 18 ნოემბრის ჩათვლით”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.