საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდი, ბორი და ტყვია აღმოჩნდა - ნახეთ ჩამონათვალი
სურსათის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო პროდუქციის მონიტორინგის ფარგლებში, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების
ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციამ გერმანიაში, ლაბორატორია „ევროფინსში“ 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გაგზავნა.
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორმალდეჰიდზე, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შემოწმების საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოს სამომხმარებლო ქსელში არსებული 40 ნიმუშიდან 15-ში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, 2 ნიმუშში კი ტყვია აღმოჩნდა, თუმცა, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა.
,,ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში. ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კვლევის თანახმად, ზოგი სახეობის საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებაში რამდენიმე სახეობის მავნე ნივთიერება აღმოჩნდა, მაგალითად - თურქეთში წარმოებულ სარეცხ ფხვნილში ,,ტაიდი“ აღმოჩნდა ტყვია, ბორი და ფორმალდეჰიდი.
ბორი აღმოჩნდა:
- რუსეთში წარმოებული სარეცხი ფხვნილი ,,პერსილი"
- რუსეთში წარმოებული სარეცხი ფხვნილი ,,ბიმაქსი"
- თურქეთში წარმოებული სარეცხი ფხვნილი ,,არიელი“
- თურქეთში წარმოებულ სარეცხ ფხვნილში ,,ტაიდი“ აღმოჩნდა ტყვია, ბორი და ფორმალდეჰიდი
- ბულგარეთის წარმოების სარეცხი ფხვნილი ,,სავექსი“ - აღმოჩნდა ბორი და ფორმალდეჰიდი.
- რუსეთის მიერ წარმოებული სარეცხი ფხვნილი ,,ლოსკი“
- რუსეთის წარმოების თხევადი სარეცხი საშუალება ,,პერვოლი“
- სირიის წარმოების მათეთრებელი ,,ალ აფრა“
- საბერძნეთის წარმოების მათეთრებელი ,,ეურეკა“
- რუსეთის წარმოების თხევადი სარეცხი საშუალება ,,ლასკა“
- რუსეთის წარმოების თეთრეული კონდიციონერი ,,პუარი“
- რუსეთის წარმოების ხალიჩების საწმენდი სითხე ,,ვენიში“
- ბელგიის წარმოების ჭურჭლის სარეცხი სითხე ,,პეუქს სენსიბლი“
- რუსეთის წარმოების ჭურჭლის სარეცხი სითხე ,,ბიომიო“
- უკრაინის წარმოების იატაკის საწმენდი სითხე ,,მისტერ მუსკული“
- რუსეთის წარმოების სამზარეულოს საწმენდი ,,ბიომიო“
- რუსეთის წარმოების ზედაპირების საწმენდი საშუალება ,,სიფ კრემი“
- ბრიტანეთის წარმოების ჰაერის აეროზოლი ,,აირ ვიკი“
ტყვია აღმოჩნდა:
- რუსეთის წარმოების ჭურჭლის სარეცხი სითხე ,,აოსი“
- თურქეთის წარმოების სარეცხი ფხვნილი ,,ტაიდი“
ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა:
- თურქეთში წარმოებული სარეცხი ფხვნილი ,,ტაიდი“
- ბულგარეთში წარმოებული სარეცხი ფხვნილი „სავექსი"
- რუსეთში წარმოებული მათეთრებელი „ბოსი“
- საბერძნეთში წარმოებული მათეთრებელი ,,ეურეკა"
- რუსეთში წარმოებული ჭურჭლის სარეცხი საშუალება ,,ბიომიო"
- რუსეთში წარმოებული სამზარეულოს საწმენდი საშუალება ,,ბიომიო"
- ბულგარეთში წარმოებული ქსოვილის დამარბილებელი ,,სემანა"
- რუსეთში წარმოებული თეთრეულის დამარბილებელი ,,ლენორი"
- რუსეთში წარმოებული თეთრეულის კონდიციონერი ,,ვერნელი"
- თურქეთში წარმოებული ჭურჭლის სარეცხი საშუალება ,,ფეირი"
- რუსეთში წარმოებული ხალიჩების საწმენდი ,,ვენიში"
- რუსეთში წარმოებული იატაკის საწმენდი ,,ჩისტინი"
- საფრანგეთში წარმოებული შუშის საწმენდი საშუალება ,,ეკო პლანეტი"
- რუსეთში წარმოებული ჭურჭლის სარეცხი საშუალება ,,ბიოლანი"
- რუსეთში წარმოებული ჭურჭლის სარეცხი საშუალება ,,აოსი"
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6741