საზოგადოება
27.08.2020 12:19
ახალდაბის საჯარო სკოლა გეოგრაფიის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლა გეოგრაფიის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 10-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 400-600 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2020 წლის 15 სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები