საზოგადოება
27.08.2020 11:40
შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 14 მეხანძრე ოფიცერი გახდა

შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 14 მეხანძრე-მაშველი ოფიცერი გახდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია GMnews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურიდან მიაწოდეს.

ოფიცრის პირველადი წოდება - უმცროსი ლეიტენანტი იმ მეხანძრეებს მიენიჭათ, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის 340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება - უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა. ასევე, 3000-მდე მეხანძრე-მაშველს, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეც კურსს გაივლის, საშუალება ექნება, ოფიცერი გახდეს.

კვირის ამბები