საზოგადოება
27.08.2020 11:03
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქარტველოში კოვიდ 19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში, საქართველოში, დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1447 შემთხვევა, აქედან 1190 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე, კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობა უტარდება 257 ადამიანს.
კარანტინის რეჟიმში რჩება 6010 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 230 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად  საქართველოში19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კვირის ამბები