26.08.2020 13:27
როდიდან დაიწყება გორში საწარმოო ვაშლის ჩაბარება
გორში, საწარმოო ვაშლის ჩაბარება 7 სექტემბრიდან დაიწყება. აღნიშნულის შესახებ GMnews-თან სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მამუკა ლომსაძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა არასტანდარტული (დაზიანებების მქონე) ვაშლის სუბსიდირების პროექტის დაწყებას გეგმავს. ფერმერი ერთი კილო ვაშლის გაყიდვით, დაახლოებით, 22 თეთრს მიიღებს, საიდანაც 10 თეთრი მთავრობის სუბსიდია იქნება.
„საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბდსიდირების შესახებ, რომელიც 10 თეთრით განისაზღვრა. რაც შეეხება ფასს რომელსაც ჩამბარებელი გადაიხდის, 12 თეთრი იქნება, ანუ, საბოლოოდ გლეხებისა და ფერმერები 1 კილოგრამ დაზიანებულ ვაშლში არანაკლებ 22 თეთრს მიიღებენ. ამ დროისთვის, შიდა ქართლში უკვე მიმდინარეობს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები და საწარმოო ვაშლის ჩაბარება 7 სექტემბრიდან დაიწყება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.
როგორც ცნობილია, ყველა ის კომპანია, რომელიც სპეციალურად ვაშლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით შეიქმნება და შემსყიდველ შტაბში ჩაერთვება, 2020 წლის დეკემბრამდე იმუშავებს.