კულტურა
17.10.2019 13:25
2000-ზე მეტი ლექსი დავით ახლოურის შემოქმედებიდან და მისი პირველი შემფასებელი - მეუღლე, რომელიც ზოგჯერ მწერლის თაყვანისმცემლებზე ეჭვიანობს

გორში, პირველად 28 წლის წინ, მისღები გამოცდების ჩასაბარებლად ჩამოვიდა. 1991 წლის შემდეგ,  ამ ქალაქში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ყავს. ქვეყნის სხვადასხვას კუთხეში ხშირად მართავს შემოქმედებით საღამოებს და როგორც საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არაერთ კულტურულ პროექტს ახორციელებს. დავით ახლოურმა, GMnews-ს გაუმხილა, რომ ამ ეტაპზე, გამოსაცემად პოეზიის ანთოლოგიას ამზადებს სახელწოდებით - „შიდა ქართლი“,  რომელიც თანამედროვე ქართული მწერლობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი იქნება.

„9 წლიდან ვწერ, ზუსტად არ მახსოვს რამდენი ლექსი მაქვს დაწერილი, ალბათ 2000-ზე მეტი, თუმცა, ყველას არ ვაქვეყნებ. ნამუშევარი  თვითონ თუ არ მომეწონა, მკითხველს განსასჯელად არ წარვუდგენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შემოქმედების ყველაზე მკაცრი მსაჯული თვითონ გახლავართ. შესანიშნავი მეუღლე მყავს, რომელიც ჩემი ლექსების პირველი მკითხველი და თაყვანისმცემელია. ვიდრე დავოჯახდებოდით, შეყვარებულობის დროს ხშირად მიკითხავდა ჩემივე ლექსებს. მე თვითონ მაინცდამაინც არ მიყვარს  მათი ხშირად წაკითხვა. მკითხველისგან უფრო სასიამოვნოა მოსმენა - მითუმეტეს შეყვარებულისგან. სოფიომ, ჩემი თითქმის  ყველა ლექსი იცის ზეპირად და ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობს. ასეთი შემთხვევებიცაა, მაგრამ შევახსენებ ხოლმე ჩემს ლექსს - „პოეტის ცოლი“ და ვამშვიდებ - პოეტი ვარ და ბუნებრივია, ჩემი ლექსებით იეჭვიანებ-მეთქი“.  

 
                     პოეტის ცოლი

არ დაწყებულა                        პოეტი ვარ და
ჯერ კიდევ თოვა,                    იეჭვიანებ,
თრობის ჟამი აქვთ                 ჩემზე ფიქრით და
ქარვისფერ თასებს...              ჩემი ლექსებით...
მე მიხარია                              მაგრამ ჩამხედავ
შენ რომ მოგწონვარ,             მერე თვალებში,
გულში რომ ხარ და                დაგავიწყდება
ასე რომ მავსებ!                      წყენის წუთები.
მიმზერ ფიქრიდან,                 ცრემლებს წაგიშლი
ზოგჯერ ეჭვიდან,                    თბილი ალერსით
და მეთბილება                        და გაბუსხული
შენი მშვენება...                       ჩამეხუტები...
შენ გეჩემება                            ჯერ კი წინაა
ყველა ლექსი და                     შენზე დარდი და
ეს სიყვარულიც                       გაუკვალავი
შენ გეჩემება...                         დეკემბრის თოვლი...
გაჩუქებ იებს,                           ერთად ვიქნებით
ლამაზ იანებს,                         ალბათ ხვალიდან
სითბოს                                    და დაგერქმევა
მზის სხივებს                            პოეტის ცოლი...
დავესესხები...                                    დავით ახლოური

კვირის ამბები