საზოგადოება
26.08.2020 11:24
საბანკო დავალიანების მქონე პირებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება ვალის სანაცვლოდ არ ჩამოეჭრებათ

პრემიერ-მინისტრი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება; საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ, - შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და „ლიბერთი ბანკის”,, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის ერთჯერადი 200-ლარიანი  დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.

კვირის ამბები