სსიპ ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერისა და გორის მეცხრე საჯარო სკოლები ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებენ. მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველებმა განაცხადი უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველებად დარეგისტრირდნენ.
ძევერის სკოლაში არსებული ვაკანტური პოზიცია კვირაში 11-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII-XIკლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. სავარუდო ხელფასი კი, 335-665 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ.
რაც შეეხება გორის მე-9 საჯარო სკოლას, ვაკანტური პოზიცია კვირაში19-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სავარაუდო ხელფასი 500-650 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად 2020 წლის 15 სექტემბერია მითითებული.
როგორც ცნობილია, დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, პედაგოგობის მსურველებს გასაუბრების ეტაპის გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც პოტენციური დამსაქმებელი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.