საზოგადოება
25.08.2020 09:46
ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს საქართველოში გლოვის დღეა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბარისახო-შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს, 25 აგვისტოს, საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ გუშინ მიიღო.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ბარისახო-შატილის გზაზე 23 აგვისტოს მოხდა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მიერ დაქირავებული მიკროავტობუსი 80 მ. სიმაღლიდან ხევში გადავარდა. სატრანსპორტო საშუალებაში 20 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

 

 

კვირის ამბები